|
2022-05-20 12:05:02, 1820 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - მოვიპოვეთ ვიდეო, რომელზეც ბუჩაში უკრაინელების სიკვდილით დასჯაა ასახული - ვიდეო
გამოცემა The New York Times-მა მოიპოვა ვიდეოები უკრაინის ქალაქ ბუჩადან, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი ტყვეების 9 კაციანი ჯგუფი რუსულ ჯარებს იარაღით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე წუთით ადრე. The New York Times-ის მიერ მოპოვებული და გადამოწმებული ვიდეოები გადაღებულია 4 მარტს უსაფრთხოების კამერის და სამოქალაქო პირის მიერ, რომელიც შემთხვევას შეესწრო. ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება, რომ რუსეთის ძალებმა განზრახ სიკვდილით დასაჯა ჯგუფი ეს არის ომის დანაშაული“,- წერს The New York Times. უსაფრთხოების კამერის კადრებში ნაჩვენებია ცხრა უკრაინელი, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს .ორი რუსი ჯარისკაცი იარაღით ჩანს ჯგუფის წინა და უკანა მხარეს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ხაზს. "ტყვეები შემდეგ ოფისის შენობის უკან წაიყვანეს, გაისმა სროლის ხმა და ჯგუფი აღარ გამოჩენილა," - უყვება მოწმე წყაროს. The Times-ის მიერ მოპოვებულმა დრონის დამატებითმა კადრებმა დაადასტურა მოწმეების ჩვენებები, სადაც ნაჩვენებია ჯგუფების ცხედრები ოფისის შენობის გვერდით, როცა მათ თავზე რუსი ჯარისკაცები იდგნენ. შეგახსენებთ, რომ ცნობები ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკისა და სიკვდილით დასჯის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს მარტის ბოლოს. ბუჩას ისტორიებმა და სურათებმა გააძლიერა საერთაშორისო მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების სასამართლო პროცესის შესახებ.რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ უარყვეს ცნობები ბუჩაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ და უწოდეს მათ "ყალბი"..
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)