|
2022-05-20 11:32:31, 2594 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ჯარებს სავარაუდოდ 1700-მდე აზოვსტალის დამცველი ჩაბარდა
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მარიუპოლში სავარაუდოდ აზოვსტალის 1700-მდე დამცველი რუსულ ჯარებს ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ჩაბარების შემდეგ უცნობია, კიდევ რადმენი მებრძოლი რჩება ქარხნის ტერიტორიაზე. „სავარაუდოდ, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის აზოვსტალის 1700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. ქარხანაში რჩება უკრაინული ძალების უცნობი რაოდენობა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის ოპერაცია 16 მაისიდან მიმდინარეობს. შეთანხმებების ფარგლებში მარიუპოლის დამცველები სამედიცინო დახმარების გაწევით მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ. სამომავლოდ იგეგმება მათი გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დათანხმდა აზოვსტალის დამცველების ევაკუაციას, რათა რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინა სრული კონტროლი მარიუპოლზე. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა აზოვსტალიდან 260 მებრძოლის გასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. თუმცა პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, კიევი ამას იმით ხსნის, რომ მტერთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და მონაცემების გამჟღავნება მარიუპოლის დამცველებს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)