19:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 15:53:26, 1311 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირის და UNDP-ის „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლად მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო. შედეგად, საწარმოში წარმოების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა.  - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, ავეჯის საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი  სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ და  გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა, გიორგი ციმინტიამ დაათვალიერეს. 

„ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების  პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 6 მლნ ლარი თანადაფინანსება. დაფინანსდა 60-მდე ბენეფიციარი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა,  თორნიკე კაპანაძემ. 


გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ  გიორგი ციმინტიას განცხადებით,  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, მრავალი წელია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსების პროგრამა ხორციელდება.   პროგრამის ბიუჯეტი  9 მლნ ლარს შეადგენს.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
 „სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics