|
2022-05-17 18:49:21, 2811 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა შესაძლოა „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს
გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა რუსეთის უზენაეს სასამართლოს „აზოვის“ პოლკის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის მოთხოვნა წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax-ი ავრცლებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პროკურატურის მიერ „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების მოთხოვნით გაგზავნილი სარჩელი მაისის ბოლოს განიხილება. გარდა ამისა, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის განხილვა 26 მაისს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვის ნაციონალისტური ნაწილის (რუსეთის ფედერაციაში აკრძალული) ბოევიკების და აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების ჩაბარების დაწყების შესახებ, 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაიჭრა. ხოლო 17 მაისს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)