|
2022-05-17 15:44:46, 1922 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ავრცელებს. პოდოლიაკის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები აღდგება, მოდერატორი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება. „თუმცა, (მოლაპარაკების პროცესი) აღდგება და მეჩვენება, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე უკრაინამ შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. 24 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)