|
2022-05-17 14:57:51, 2732 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის დუმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლის აკრძალვას მოითხოვს
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ, ამის შესახებ სპიკერმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ვოლოდინის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. „ნაცისტური კრიმინალები არ უნდა გაცვალონ, ისინი არიან ომის დამნაშავეები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე დავაყენოთ", - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. გარდა ამისა, ვოლოდინმა აღნიშნა ისიც, რომ ისინი ქვეყანა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს. „ჰუმანურად მოეპყრონ მათ, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს. რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა დარჩეს - ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი“, - დასძინა ვოლოდინმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვის ნაციონალისტური ნაწილის (რუსეთის ფედერაციაში აკრძალული) ბოევიკების და აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების ჩაბარების დაწყების შესახებ, 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)