|
2022-05-14 22:54:36, 2418 ნახვა
სხვადასხვა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 13 წელი გავიდა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 13 წელი გავიდა. 2009 წლის 14 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მუშაობა დაიწყო, ონლაინ მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა საშუალებამ. "ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" დაარსებიდან 13 წელი გავიდა! ათიათასობით ერთგულ მკითხველს მადლობას ვუხდით ერთგულებისთვის და დაფასებისთვის! იმედია, რომ კვლავაც აირჩევთ "ექსპრესნიუსს". " - წერია კომპანიის მოკლე შეტყობინებაში. "ექსპრესნიუსმა" იმ დროისთვის დაამკვიდრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ფაქტი და კომენტარი გაყო ერთმანეთისაგან, რათა მკითხველს უფრო კარგად განესხვავებია მოსაზრებ ფაქტისგან. მკითხველის ინტერესებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სხვადასხვა კვლევით, არაერთი ანგარიშით, რომლელიც გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს აქვთ გავრცელებული „ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ რჩება, სანდო, ოპერატიულ და დაბალანსებულ მედია საშუალებად. მას ენდობიან, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაღალი კლასის მენეჯერები. მკითხველები. „ექსპრესნიუსი“ 13 წელია აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდება. არის ახალი ამბების ეპიცენტრში და ცდილობს მკითხველმა მიიღოს, სწრაფი და დაბალანსებული ინფორმაცია. მაღალი ნდობა, ასევე მზარდი რეიტინგი განსაზღვრავს იმას, რომ ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი ფინანსურადაც დამოუკიდებელია და სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. სააგენტოსთან პარტნიორობენ, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ბანკები, ფარმცევტული კომპანიები სხვაასხვა სარეკლამო კომპანიები. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიიუსის“ ვებ–გვერდი დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით, რომელიც ამერიკულ და ევროპულ მედიაში გვხვდება. ვებ–გვერდი მჭიდროდ არის ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)