|
2022-05-13 14:12:44, 2974 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი შვიდეულის სამიტზე მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს
დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფის ინდუსტრიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყონ სამდღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვლის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, როგორიცაა საკვები და ენერგეტიკული უსაფრთხოება. G7 სამიტზე მოწვეულ ქვეყნებს შორის იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველოს ამ სიაში ვერ მოხვდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე „გლობალურ კრიზისად" გადაიქცა, ამასთან ამ ეტაპისთვის უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით ოდესაში25 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდება დაბლოკილია. „ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ განხორციელებული მარცვლეულის ბლოკადის დებლოკირება, როგორ მივიტანოთ მარცვლეული მსოფლიოში“,- განაცხადა ბერბოკმა. გარდა ამისა, მანამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ ნატო მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზეს პასუხისმგებელი და არ დაუშვებდა, რომ უკრაინაში პუტინის ომი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულიყო და მესამე მსოფლიო ომად ქცეულიყო. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)