2022-05-11 23:31:27, 1782 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო პირები გერმანიაში ჯავშანტექნიკის გამოყენებას სწავლობენ
უკრაინის სამხედრო პირები გერმანიაში ჯავშანტექნიკის გამოყენებას სწავლობენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, წვრთნებს 18-მდე ეკიპაჟი გადის.
" სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ, ეს ქმედება სწორედ ამის ნიშანია, თუმცა წვრთნების ან ჰაუბიცების მიწოდების გამო გერმანია კონფლიქტის მონაწილე არ გახდება" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,