|
2022-05-11 10:43:45, 1435 ნახვა
ეკონომიკა
ციურიხი გამოფენას „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ მასპინძლობს
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg”, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს. გამოფენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ზრდისთვის შვეიცარიასა და ზოგადად ევროპაში. „შვეიცარია წარმოადგენს ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს. ქალაქ ციურიხში გამოფენის „საქართველო - 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის იმ გარემოზე, სადაც ქართველები ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში წურავენ ", - აღნიშნა დავით ტყემალაძემ. გამოფენა ოფიციალურად ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა, გამოფენის ფარგლებში, რეგულარულად გაიმართება წარდგენა-დეგუსტაციები და ღვინის პროფესიონალებთან თემატური შეხვედრები. „უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპაში ჩვენი იდენტობის პოზიციონირება და აქტიურად წარმოჩენა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ თვალსაზრისით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულ კერძო კომპანიებთან ერთად, მოხდა ამ მიმართულებით გააქტიურება და ღონისძიებების განხორციელება", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძემ, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ “Ortsmuseum Hongg”-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან იყო შერჩეული. „მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვა. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. გამოფენის გახსნის ღონისძიენბაძე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის" დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქრისტიან შორნომ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)