19:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 17:42:15, 1613 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინაში იძულებით გადაადგილებული 8 მილიონზე მეტი ადამიანია

უკრაინაში იძულებით გადაადგილებული 8 მილიონზე მეტი ადამიანია. - ამის შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, უკრაინის ომამდელი მოსახლეობის 18%-ზე მეტი - ანუ თითქმის ყოველი მეხუთე - ახლა იძულებით გადაადგილებულია.

”იძულებით გადაადგილებულთა და უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებები საათობრივად იზრდება, უახლესმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 29 აპრილიდან 3 მაისამდე, აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულთა 63% ქალია."- თქვა სამშაბათს IOM-ის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics