19:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 16:12:03, 2762 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg - ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სესხის ტრანში გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების 600 მილიონი ევროს ტრანში გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა ევროკავშირის ხელმძღვანელობის წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ 600 მილიონი ევროს გამოყოფა დამტკიცდა უკრაინის დასახმარებლად გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებთან დაკავშირებით რუსეთის შემოჭრის ფონზე.

„ეს არის ევროკავშირის გადაუდებელი დახმარების პაკეტის 1,2 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. ევროკომისია, სავარაუდოდ, ოთხშაბათს დაასრულებს პროცესს,“- აღნიშნულია გამოცემის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თანხების გადარიცხვა უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დაფინანსება ორ ტრანშად 12 თვის განმავლობაში გამოიყოფა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics