|
2022-05-10 11:22:17, 1199 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა
აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა - მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით კი, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია DFC (ყოფილი OPIC), განხორციელდა საქართველოში არაერთი დარგის მხარდაჭერა, როგორიცაა, მათ შორის, საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ. ითქვა, რომ კორპორაციამ ქვეყნის ეკონომიკაში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება განახორციელა და ამჟამად 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს საერთო ღირებულებით 188 მლნ აშშ დოლარი. გარდა ამისა, ყურადღება ასევე გამახვილდა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის თბილისში გახსნის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და განიხილავს, როგორც აშშ - ის სტრატეგიული პარტნიორობის გამოვლინებას. ამერიკული მხარის დიდი ინტერესი გამოიწვია შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტმა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. აღინიშნა, რომ საქართველო მოხარული იქნება, თუკი მეტი ამერიკული კომპანია იქნება წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო უფრო აქტიური თანამშრომლობა ისეთ სამთავრობო ორგანიზაციასთან, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, ხელს შეუწყობს ამ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას გააგრძელებენ ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ენერგოუსაფრთხოების გაღრმავების მიმართულებით. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და საქართველოს რეგიონული ჰაბის ფუნქციის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ აშშ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1,8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2022 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოში ამერიკული კაპიტალით 351 მოქმედი კომპანია ფუნქციონირებს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, საფინანსო სფერო, წარმოება, ინფრასტრუქტურა და უძრავი ქონება. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯუდიტ ფრაიორთან. დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრები აშშ - ის კონგრესში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)