|
2022-05-08 14:28:44, 1824 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში 66 ბანაკი აღმოაჩინეს, სადაც იძულებით დეპორტირებულ უკრაინელებს ათავსებენ
რუსეთში სულ მცირე 66 ბანაკია, სადაც იძულებით დეპორტირებულ უკრაინელებს ათავსებენ. ბევრი მათგანი სახლებიდან ათასობით მილის დაშორებით მდებარეობს, ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეებში, მათ შორის ციმბირში, კავკასიაში, არქტიკულ წრეში და შორეულ აღმოსავლეთში. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Inews- ის გამოძიებაშია ნათქვამი. ჟურნალისტების თქმით, ამ ბანაკებიდან 38-ში 6250 ადამიანია და მათგან მესამედზე მეტი მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ ბანაკში საშუალოდ 162 ადამიანი ცხოვრობს. Inews-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთს შესაძლოა დასჭირდეს მინიმუმ 6000 ბანაკი იმ ადამიანების დასასახლებლად, რომლებსაც საზღვრის კვეთას აიძულებენ. "მაშინ, როცა რუსული მედია ამტკიცებს, რომ მათ შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრება „აირჩიეს“, იქიდან გასვლის მსურველები ფაქტობრივად შეუძლებელი ამოცანის წინაშე დგანან. ისინი ფაქტიურად საკონცენტრაციო ბანაკში არიან: ნივთების, ტელეფონების, ფულის და დოკუმენტების გარეშე", - ნათქვამია გამოძიებაში.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო მედიის ცნობით, 808 000 უკრაინელი, მათ შორის 153 000 ბავშვი, უკანონოდ იქნა დეპორტირებული რუსეთში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)