19:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 12:27:47, 2157 ნახვა

სხვადასხვა
ოლეგ გეგეჩკორს სიკვდილის შემდეგ უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო დააჯილდოვა, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს კი სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. 

ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალების 216 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით. უკრაინის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს", - თქვა ზელენსკიმ.

ოლეგ გეგეჩკორი არის უკრაინელი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი, წარმოშობით ქართველი. დაიღუპა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში 2022 წლის 8 მარტს  მისი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად კიევის მახლობლად. დაჯილდოებულია ორდენით „მამაცობისთვის“ (II ხარისხი, 2022)

გეგეჭკორი დაიბადა ყირიმში, სამხედრო მფრინავის ოჯახში. სწავლობდა ქ. კრემენჩუკის (პოლტავის ოლქი) სავერტმფრენო სასწავლებელში. მსახურობდა ხერსონის ოლქში, საარმიო ავიაციის ცალკე ბრიგადაში. დამოუკიდებელი ფრენებისთვის წვრთნიდა კურსანტებს. 2014 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დონბასში, თავი გამოიჩინა ბრძოლაში დებალცევესთან. 2022 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს, მეთაურობდა უკრაინის სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის მე-11 ცალკე ბრიგადის ვერტმფრენთა ესკადრილიას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics