|
2022-05-07 17:29:19, 3036 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ - ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთში საქმიანობას წყვეტენ
დასავლეთის სანქციების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები რუსეთში საქმიანობას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავცელებს. დასავლეთის სანქციების წინააღმდეგ პეკინის პოზიციის გათვალისწინებით, ჩინური კომპანიები არ აკეთებენ საჯარო განცხადებებს აგრესორთან ვაჭრობის შესახებ, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. კომპანიებს შორის, რომლებიც აჩერებენ მიწოდებას რუსეთში, არის Lenovo, მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უდიდესი მწარმოებელი და რუსეთში მოწყობილობების სიდიდით მეორე გამყიდველი HP Inc-ის შემდეგ. გასული წლის მიხედვით, კომპანიამ რუსეთში ომის დაწყებიდან მალევე და საგარეო სანქციების ძალაში შესვლით შეწყვიტა მიწოდება. რუსეთში ტელეფონების მეორე გამყიდველმა Xiaomi-მაც შეაჩერა მიწოდება რუსეთში. ამასთან რეგიონში მოქმედმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა WSJ-ს განუცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მიწოდება საერთოდ არ ყოფილა. აღნიშნულია, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში სწრაფად შემცირდა მარტში: ლეპტოპების მიწოდება თვეში 40%-ზე მეტით შემცირდა, სმარტფონების მიწოდება 60%-ზე მეტით, ხოლო სატელეკომუნიკაციო საბაზო სადგურების ექსპორტი თითქმის შეჩერდა და დაეცა 98%-ით. ჩინეთის მთავრობის უახლესი მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი ექსპორტი რუსეთში თებერვლიდან მარტამდე 27%-ით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიამ უკვე მიიწვია ევროკავშირის 27 ქვეყანა, რათა გაამკაცრებინათ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ამასთან დასავლეთის პარალელურად რუსეთი მესამე ქვეყნების მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლას გეგმავს. ამისთვის ოკუპანტი ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ბრძანება უკვე მოამზადა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)