|
2022-05-06 15:07:21, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, რადგან ის სანდო პარტნიორი აღარაა
ევროკავშირმა უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, ის აღარ არის სანდო პარტნიორი,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა და სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ამასთან კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს მოიგო თუ არა ომი უკრაინამ, მან თქვა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. „ევროკავშირს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადარიცხვა რუსეთში, მისი ღირებულებების გათვალისწინებით", - განაცხადა ლაიენმა. გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და ევროკავშირის მიერ მიღებული აუცილებელი სანქციები იმაზე ბევრადმეტია, ვიდრე სტრეს-ტესტი ქვეყნების ეკონომიკისთვის. შეგახსენებთ, მანამდე ლაიენმა უკვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მეექვსე პაკეტის დაწესებისთვს ემზადება, სადაც რუსული ნავთობის სრული აკრძალვა იგეგმება. ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად 2022 წლის ბოლომდე შეწყდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)