|
2022-05-05 14:23:02, 1074 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - გრძელდება უკრაინის მოქალაქეების მასპინძლობა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილა საცხოვრებლის გარეშე
უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აღნიშნა რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება მზრუნველობის გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე. პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებიდა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლადშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული. ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე” - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)