|
2022-05-05 13:54:31, 1507 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა აღიარა, რომ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების აღლუმის გამართვას ვერ შეძლებს
რუსეთმა აღიარა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების აღლუმის გამართვას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისაა, აპრილის ბოლოს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშლინმა განაცხადა, რომ დაბომბვის საფრთხის გამო გამარჯვების აღლუმი და 9 მაისს უკვდავი პოლკის მარში არ ჩატარდებოდა. „გამარჯვების დღეს დონეცკსა და ლუგანსკში აღლუმი ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ ეს დრო მალე მოვა“,- განაცხადა კირიენკომ. ამავდროულად, დამპყრობლები მარიუპოლში 9 მაისის აღსანიშნავად მზადება დაიწყეს. დამპყრობლებმა დააგეს თავიანთი „რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლო“ - ძეგლი „ბებია საბჭოთა კავშირის დროშით“. შეგახსებევთ, რომ სახელმწიფო მოღალატე გალინა დანილჩენკომ, რომელიც საკუთარ თავს ოკუპირებული მელიტოპოლის მერს უწოდებს, განაცხადა, რომ 9 მაისის მასშტაბურსი აღნიშვნისთვის ემზადებოდა. 9 მაისის პატივსაცემად აღლუმი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში პირველად 2014 წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)