11:19 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 12:47:44, 1515 ნახვა

ომი უკრაინაში
The New York Times - უკრაინას რუსი გენერლების განეიტრალებაში აშშ -ს დაზვერვა ეხმარება

The New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვა უკრაინელებს რუსული ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაციას აწვდის, რაც მათ ომში მონაწილე გენერლების განეიტრალებაში ეხმარება.

 მედიის ცნობით, დაზვერვა ასევე მოიცავს უკრაინული მხარისთვის დონბასის რეგიონში  რუსეთის  ჯარების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გადაცემას . 

"შეერთებული შტატები ყურადღებას ამახვილებს უკრაინისთვის ჯარების ადგილმდებარეობისა და სხვა დეტალების მიწოდებაზე.ეს გეოგრაფიული ინფორმაცია და მათ შორის არსებული კომუნიკაცია ეხმარება უკრაინელებს  საარტილერიო დარტყმებისა და სხვა თავდასხმების განხორციელებაში, რუსი ოფიცრების გასანეიტრალებლად,"- ნათქვამიაThe New York Times-ის სტატიაში.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, მათ ფრონტის ხაზზე დაახლოებით 12 გენერალი მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics