|
2022-05-04 18:21:45, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით
ჩვენ კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით. - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინას მინსკის შეთანხმება არ დაუტოვებია, ეს რუსეთმა გააკეთა. "ჩვენ კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით. მე პრეზიდენტი გავხდი მაშინ, როდესაც არსებობდა მინსკ-1-ისა და მინსკი-2-ის დოკუმენტები, რომლებიც მოგვიანებით დაირღვა,შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დოკუმენტები არ იყო. თუმცა ქაღალდზე იყო შეთანხმებული. ეს იყო გაყინული კონფლიქტი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ასეთი დოკუმენტი ნამდვილად არ გვექნება". - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)