21:23 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 14:29:50, 1291 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

Deutsche Bank-მა „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის  Sustainable Client Excellence Award 2021- ის გამარჯვებულად დაასახელა.  

ბანკს ჯილდო ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის გადაეცა. 

„დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ხარჯების შემცირება და გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც STP უზრუნველყოფს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ჯილდოს შეფასების საფუძველი, ისევე როგორც წინა წლებში, იყო ავტომატური წესით გადარიცხვების STP მიმართულება. გარდა ამისა, გვინდოდა შეგვეფასებინა ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს წარმატებული მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა“, - აცხადებს Deutsche Bank-ის მმართველი დირექტორი და ფულადი სახსრების მართვის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ვაგნერი. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2021 წელს სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics