|
2022-05-02 11:13:23, 1022 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Condor Airlines-მა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა დაიწყო. გერმანულმა ავიაკომპანიამ ფრანკფურტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას პირველი პირდაპირი რეისი Airbus 321-ით შეასრულა. პირველი რეისით 140-მა მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა. ,,Condor-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი რეისების კუთხით, თბილისსა და ფრანკფურტს შორის საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების მიმართულებით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც. რადგან ავიაკომპანია Condor საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე. შესაბამისად, ქართველ მგზავრებს საშუალება ექნებათ შეერთებული შტატების მიმართულებითაც იფრინოს ავიაკომპანიის საშუალებით,-“განაცხადა აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა. პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი გზა გაიხსნა. შესრულდება რეგულარული რეისები თბილისსა და ფრანკფურტს შორის. ეს ხელს შეუწყობს ტურისტული სექტორის განვითარებას. არაერთ ტურისტს საშუალება ექნება მოინახულოს ულამაზესი საქართველო და საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება ჩვენი ღირშესანიშნაობების მონახულების,- “ განაცხადა Condor Airlines-ის ახალი მიმართულებების მენეჯერმა ფლორიან სტალიმ. ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შესრულდება.ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)