22:06 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 11:07:39, 1037 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group" ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.

ღონისძიებას 70-ზე მეტი სტუმარი დაესწრო - სომელიეები,  ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 150-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.

ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD" 2015 წლიდან თანამშრომლობს. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. 2021 წელს, დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 736391 ბოთლი ღვინო, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 71% შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics