|
2022-04-29 10:54:52, 2292 ნახვა
სხვადასხვა
გუტიერეში - შოკირებული ვიყავი როდესაც გავიგე, რომ ორი რაკეტა აფეთქდა იმ ქალაქში, სადაც მე ვარ
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ერთდროულად ხუთი რაკეტა გაისროლა კიევზე იმ მომენტში, როდესაც იქ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა. რაკეტები აფეთქდა ქალაქის ცენტრალურ შევჩენკოს რაიონში. შედეგად, ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი რაკეტა იმ სასტუმროს სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც გაეროს გენერალური მდივანი იმყოფებოდა. დარტყმა გუტერეშისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულებიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მოხდა, რომლის დროსაც გაეროს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა უშიშროების საბჭო ამ ომის თავიდან ვერ აცილების ან შეჩერების გამო. აფეთქებისას არც გენერალური მდივანი და არც მისი დელეგაციის წევრები არ დაშავებულან. გუტერეშის წარმომადგენლის თქმით, დაბომბვის დროს დელეგაციის წევრები უკრაინის პრემიერ-მინისტრს მის კაბინეტში ხვდებოდნენ და არცერთი მათგანი სასტუმროში არ იმყოფებოდა. „შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ორი რაკეტა აფეთქდა იმ ქალაქში, სადაც მე ვარ“, - თქვა გუტერესმა BBC-სთან ინტერვიუში. ”აუცილებელია ამ ომის დასრულება და ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ ომისთვის”, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)