|
2022-04-28 11:45:29, 728 ნახვა
ეკონომიკა
Tesla-ს სერვისი „თეგეტა მოტორსში“
მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის Tesla-ს სერვისს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს. სერვისცენტრში შესაძლებელია ავტომობილის სრული დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა. Tesla-ს ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამას სტატისტიკაც ადასტურებს - 2022 წელს ბრენდის გაყიდვებმა, დაახლოებით, 60%-ით მოიმატა. მართალია, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, შედარებით ნელა, მაგრამ მათი რიცხვი საქართველოშიც მზარდია. ამ განსხვავებული ელექტროსისტემის მქონე ავტომობილს გამორჩეული სერვისი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში კი, სპეციფიკური დიაგნოსტიკა, ანალიზი თუ გადაჭრის გზები სჭირდება. „თეგეტა მოტორსის“ გუნდმა, სერვისის დანერგვამდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები გაიარა. მიღებული გამოცდილება კომპანიის სერვისცენტრში გადმოიტანეს და ყველა სამუშაოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ასრულებენ.
„ელექტრომობილების მომსახურება 2017 წლიდან დავიწყეთ, თუმცა მათ შორის არ იყო Tesla, რადგან ჩვენს რეგიონში ამ მარკის ავტომობილები პრაქტიკულად არ გვხვდებოდა. ბაზრის ანალიზის შედეგად, შევნიშნეთ „ტესლას“ მარკის ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დავიწყეთ ჩვენი მექანიკოსების გადამზადება, რათა პოტენციური მომხმარებლებისთვის შესაბამისი სერვისი მიგვეწოდებინა“, - ამბობს ნიკა ბოჭოიძე, „თეგეტა მოტორსის“ საინჟინრო-ტექნიკური განყოფილების უფროსი. „თეგეტა მოტორსში“ ამბობენ, რომ Tesla-ს ელექტრონული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება როგორც ოფიციალური სადილერო დიაგნოსტიკური პლატფორმა, ისე ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი მოწყობილობები. „შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, Tesla-ს სპეციფიკური ელექტრონული სისტემა აქვს. ამიტომ ამ ბრენდის ავტომობილებს განსხვავებული მიდგომა და აპარატურა სჭირდება. სწორედ ამისათვის მოვემზადეთ და ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Tesla-ს მომხმარებელს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით ვემსახურებით“, - ამბობს ბექა ქაშიბაძე, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური მენეჯერი.
კომპანიაში გეგმავენ, რომ თბილისის შემდეგ, Tesla-ს სერვისი, ბათუმის ფილიალშიც დაინერგოს. სხვა რეგიონებში კი მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ. „შეკეთების პროცესს ძირითადად ის ართულებს, რომ ბაზარზე ავტომობილის სათადარიგო ნაწილების დეფიციტია. მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, ზოგადად, კავკასიის რეგიონში მისი დეტალები ნაკლებად ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. გვინდა, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ჩვენს სერვისში, ერთი მომწოდებლისგან, ერთ სივრცეში „ტესლას“ ელექტრონიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მოაგვაროს“, - ამბობს ბექა ქაშიბაძე. Tesla-ს ახალ, ოფიციალურ სადილერო დიაგნოსტიკის აპარატს „თეგეტა მოტორსში“ სერვისისთვის უკვე იყენებენ და ისეთი სერვისების დამატებას გეგმავენ, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)