|
2022-04-26 14:13:22, 2098 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის მონაწილეობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაწილეობით, 27 აპრილს, 17:00 საათზე კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა. პროგრამის წარმდგენი ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეროვნული ბანკის საბჭოს, გალტ & თაგარტისა და BDO Georgia-ს წარმომადგენლები. ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს “გალტ & თაგარტი” უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას ბაზარზე. პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. ეს შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. გვჯერა, რომ აღნიშული შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)