|
2022-04-13 22:34:33, 2155 ნახვა
სხვადასხვა
ჰააგის სასამართლო - მთელი უკრაინა დანაშაულის ადგილია
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა კიევის მახლობლად ქალაქ ბუჩაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორია შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის ადგილზე. ”ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ გვაქვს კარგი საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აქ ხდება დანაშაულები, რომლებიც ჩვენი სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”და ჩვენ მოგვიწევს ომის ნისლის გაფანტვა, რათა მივიდეთ სიმართლეში. და ეს მოითხოვს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას“. კარიმ ხანის თქმით, ICC-ის ექსპერტიზის ჯგუფმა ბუჩაში მუშაობა უკვე დაიწყო. ბუჩადან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ქალაქში არის მასობრივი საფლავები, რომლებშიც ოკუპაციის დროს დაღუპული ასობით ადამიანი დაკრძალეს. ასევე არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი ჩვენება, რომლებიც აცხადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ომის დანაშაულებებზე, მათ შორის მკვლელობაზე, გაუპატიურებასა და ძარცვაზე. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ხოცვა-ჟლეტის შესახებ „ყალბ“ მონაცემებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)