20:22 - 14 Aug, 2026
|
2022-04-07 16:33:40, 2086 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ისინი ვინც აშანტაჟებენ ევროპას, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, ყოველთვის კარგავენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს მიმართა და უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას რუსეთისთვის ნახშირის აკრძალვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი ვინც აშანტაჟებენ ევროპას, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისით, ყოველთვის კარგავენ“. ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები ევროპასაც ეხება. „მოდით, ვიყოთ გულწრფელები, თავიდანვე რუსეთის ქმედებები მიმართული იყო არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც “ - განაცხადა ზელენსკიმ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რუსეთს ნახშირის აკრძალვით ემუქრება, თუმცა ზოგიერთი EU-ს წევრი სახელმწიფო წინაამდეგობას უწევს, რადგან მათი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მაღალია.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)