|
2022-04-07 12:33:24, 1992 ნახვა
ომი უკრაინაში
დმიტრო კულება ნატო-ს: ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ 3 პუნქტია - იარაღი, იარაღი და იარაღი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მიაწოდონ ყველა საჭირო იარაღი რუსეთის არმიის დასამარცხებლად. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე ჩამოვედი ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და ორმხრივი შეხვედრების გასამართად მოკავშირეებთან. ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია - მაქვს მხოლოდ სამი პუნქტი - იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დასახმარებლად საუკეთესო გზაა უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დასამარცხებლად, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ომი არ გავრცელდეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებამ დასძინა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის არმიამ და მოსახლეობამ აჩვენა, რომ იციან როგორ იბრძოლონ, გაიმარჯვონ, თუმცა ყველა სახის იარაღის მუდმივი და საკმარისი მარაგის გარეშე, რასაც უკრაინული მხარე ითხოვს, გამარჯებას თან უზარმაზარი მსხვერპლი ახლავს.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)