|
2022-04-06 12:16:57, 2083 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსების შესვლამდე, გვამები არ იყო - გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ბუჩას სისასტიკეში მონაწილეობა მოულოდნელად აღიარა
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ რუსეთის ჯარების მონაწილეობა ბუჩას სისასტიკეში მოულოდნელად აღიარა დაუკრაინაში ომს რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციის "სპეციალური ოპერაცია" უწოდა. "რუსმა დიპლომატმა, რომელიც რუსეთის აგრესიას ამართლებდა, მოულოდნელად შეცდომით გააჟღერა, რომ ბუჩაში რუსი სამხედროების მისვლამდე მოკლულთა ცხედრები არ იყო." - ამის შესახებ ყურადღება გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა გაამახვილა. "რას ხედავთ ბუჩაში ? გვამებს?. გვამები, რომლებიც რუსი სამხედროების შესვლამდე არ იყო... მაპატიეთ", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა. პუტინის ოპონენტმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, თავის მხრივ, ნებენზის გამოსვლას „ფროიდისტული სვლა“ უწოდა. უკრაინელმა დიპლომატმა ნებენზია სხვა მანიპულაციითაც დაიჭირა - როცა ნებენზიამ ბუჩას საკრებულოს წევრის ეკატერინა უკრაინცევას ინტერვიუდან ფრაგმენტებს ციტირებდა. ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინცევამ თითქოს დაადასტურა, რომ ოკუპანტებს "ხალხი არ დაუხვრიტავთ". ბუჩას განთავისუფლების შემდეგ, უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რაც რუსი ოკუპანტების სისასტიკეს ასახავს. კერძოდ, კადრებში ჩანს ბუჩას ქუჩებში მწოლიარე მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, რომლებსაც ხელები შეკრული და ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჭრილობები აქვთ მიყენებული.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)