|
2022-04-06 10:29:10, 1941 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუჩას მერი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
უკრაინის ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ოკუპაციის დროს ქალაქში დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ მან BBC-სთან საუბრისას აღნიშნა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის პირადად მოესწრო ოკუპანტების მიერ რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯას. „რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. იყო სამი სამოქალაქო მანქანა, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას კიევისკენ და ისინი სასტიკად დახვრიტეს. იყო ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა და სთხოვდა, არ ესროლათ, მაგრამ სასტიკად დახვრიტეს“, - იხსენებს მერი. გარდა ამისა, ფედორუკმა დასძინა, რომ რუსული ძალები ოკუპაციის დროს ადგილობრივ პოლიტიკოსებზე „ნადირობდნენ“. ქალაქის მერმა მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელმაც უარყო რუსული ჯარების სისასტიკე, „ჩასულიყო ქალაქ ბუჩაში და ენახა დაღუპულთა ცხედრები, თვალებში ჩაეხედა მათი ოჯახებისთვის, დედებისთვის,, ქმარებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ობლები დარჩნენ“.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)