2022-04-01 14:45:14, 3054 ნახვა
კულტურა
წიქარა - მუზეუმი მუზეუმში
დღეს, 18:00 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, „თიბისის“ და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიხსნება გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“. პროექტის იდეის ავტორები, კურატორები და ილუსტრატორები არიან გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს. გამოფენა პირველად, 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სტუმარი ქვეყანა - საქართველო“ კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში წარადგინეს. ის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და „თიბისის“ ხელშეწყობით განხორციელდა. მასზე სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ. „მუზეუმი ძველ ქართულ ზღაპარს „წიქარას“ მოგვითხრობს. ზღაპარი სივრცეში ცოცხლდება და დამთვალიერებელს დროში და სხვა სინამდვილეში მოგზაურობას სთავაზობს. ზღაპრული საქართველო, წიქარას მუზეუმში ერთ - ერთი მთავარი გმირია. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია, ყოფა - ცხოვრება, მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა ნაწილი მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია, იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა. ჩვენამდე ბევრჯერ თქმულმა ამბავმა საიდუმლოს, განტოლების სახით მოაღწია. საიდუმლოს, რომელიც ყოველი მოყოლის დროს თავიდან უნდა ამოვხსნათ და პასუხი გავცეთ კითხვას - გვჯერა თუ არა? რისიც გვჯერა, თუ არ მომხდარა, აუცილებლად მოხდება,“ - ამბობს მარიამ ნატროშვილი, არტისტი. დღეიდან 4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე, კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და 25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე.
ავტორი: R (რეკლამა), რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|