19:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 11:29:44, 5368 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - პანდემია დასასრულს უახლოვდება

პანდემია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ყოველდღიური ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება. ორშაბათიდან პირბადის გამოყენების ვალდებულება მოვხსენით. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა. დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად.

ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები  მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ასევე, შემცირდა სიკვდილიანობაც. ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“.

სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ, ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics