|
2022-03-03 14:16:00, 776 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ
უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიას არც ერთი სტრატეგიული მიმართულებით წარმატებები არ აქვს. "უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ. მტრის სამიზნე გახდა ხარკოვის, უსპენსკის მამათა უძველესი მონასტერი. მართლმადიდებლების წმინდა ადგილი. ამ ეტაპზე მონასტერი ხარკოველების თავშესაფარია. წმინდა ადგილს ომის კვალი დაეტყო. რუსები ფიქრობენ რომ ღმერთი არ დასჯის. უფალი წამიერად არ პასუხობს ცოდვებს, თუმცა ხედავს და იცოდეთ რომ ამას ვერსად დაემალებით. არ არსებობს სამალავი, სადაც ღმერთს დაემალებით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მონასტერს ომის კვალი არ დაეწყოს. უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)