|
2022-03-03 08:41:31, 727 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა წარადგინა კანონპროექტი რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ
რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ და ჩას გრასლიმ წარადგინეს კანონპროექტი "გმირებს დიდება" GLORY TO THE HEROES, რომელიც ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებას ყველა რუსული სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორი რუბიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კერძოდ, კანონპროექტს აქვს სრული სახელწოდება "რუსი ოლიგარქების და მოსკოვის მაქინაციების ინდუსტრიული მოკავშირეების გამდიდრების შეჩერება მისი საზიზღარი ბოროტმოქმედების საზღვარგარეთ გამოსაყენებლად", ან ამ სახელწოდების შემოკლებული ინგლისური აბრევიატურაა "დიდება გმირებს". ამრიგად, სანქციები ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის ომების დასაფინანსებლად მოსკოვის მფლობელობაში მყოფი ან კონტროლირებადი კომპანიების ამერიკული კაპიტალის ბაზარზე შესვლის აკრძალვას. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Rosneft, Gazprom, Rosatom, Aeroflot და RT.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)