12:11 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 10:30:22, 934 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - მომავალ კვირას ავამუშავებთ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გავყინოთ რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივები

ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გამოავლინოს, მოძებნოს და გაყინოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი "ტვიტერის"'გვერდზე ავრცელებს.

როგორც მათ განხადებაში ვკითხულობთ, ასევე იგეგმება ე.წ. ოქროს პასპორტების შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ რუსეთის მდიდარი მოქალაქეებისთვის. 

"მომავალ კვირას ჩვენ ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა გამოავლინოს, მოძებნოს და გაყინოს სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, მათი სასახლეები და ნებისმიერი სხვა უკანონოდ მოპოვებული მოგება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ.

ჩვენ ასევე ვაცხადებთ ვალდებულებას მივიღოთ ზომები ამერიკული მოქალაქეობის გაყიდვის შეზღუდვის მიზნით - ე.წ. ოქროს პასპორტები - რაც საშუალებას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს გახდნენ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები, მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე.

ეს უპრეცედენტო ქმედებები ეფუძნება სწრაფ და მკაცრ ქმედებებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ამ კვირაში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,"- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics