2022-02-26 02:26:18, 586 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით ოკუპანტები ღამით შეიჭრებიან კიევში - ეს იქნება რთული ღამე
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული ჯარები ღამით შეიჭრებიან კიევში.
„ამ ღამეს უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი ახლა წყდება. ღამე რთული იქნება. ძალიან რთული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განხილვა შესაძლებელია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დიალოგის დროს.
ამის შესახებ UNIAN-ისთვის მიცემულ კომენტარში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
"ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, დეტალური საუბარი მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ნეიტრალური სტატუსი უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო პაკეტით არის ვარიანტი, რომელიც ასევე შეიძლება დადოს მაგიდაზე", - თქვა პოდოლიაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,