|
2022-02-24 16:28:41, 481 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა, ეს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უსაფრთხოების გარანტია
„ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა - ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უსაფრთხოების გარანტი“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ლიდერებმა თავიანთ „საზარელ, ხელაღებულ“ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ნატოს გენერალურმა მდივნის თქმით, ალიანს საკმარისი რაოდენობის სამხედრო ძლები გააჩნია თავის დასაცავად. „შეხვედრა ჩრდილოატლლანტიკური კავშირისა, რათა განიხილონ რუსული სიტუაცია ჩეხეთიდან, თხოვნა მოვიდა ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ლ;იტვიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, რათა ჩატარდეს გადაუდებელი კონსერტაცია მეოთხე მუხლის სტატიისა და მუხლისდა მიხედვით ვაშინგტონის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ევროკავშირის უშიშროებისა, რუსეთის გაუმართლებელი და ყოველგვარ პროვოცირებას მოკლებული შეტევა, ნამდვილად სარისკო სიტუაციაში აყენებს უკრაინას. რაკეტული შეტევები, საგანგებო ძალები და სახმელეთო ძალები, სხვადასხვა დიდ სამოქალაქო საცხოვრებელ ცენტრებს და სხვა მნიშვნელოვან ცენტრებზე აკეტთებენ შეტევას. ეს არის ძალზე გაუმართლებელი და ძალზედ სასტიკი, სისხლისმღვრელი შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიტუაცია, ვითომცდა არაფერი მომხდარა, ჩვენ უნდა დავინახოთ ყველაფერი, კრემლი ხედავს ყველაფერს, რაც კი ხდება. რუსეთის ლიდერებმა თავის თავზე უნდა აიღონ ამ საზარელ ხელაღებულ ქმედებებზე რომლებზეც ისინი წავიდნენ პასუხისმგებლობა. ნატო რა საკვირველია რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას გმობს და სთავაზობს შესაბსამის პირობებს. ეს იყო ნამდევილად საერთაშორისო წესებისა და კანონების დარღვევა მშვიდობიან მხარეზე. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გამოიყვანოს უკრაინიდან თავისი შეიარაღებული ძალები, არჩიოს დიპლომატიის გზით მოლაპარაკებებზე გადასვლა. რუსეთს სურს უკრაინამ უარყოს თავისი ისტორია. მთავარია, რომ ნატო-მ დაიცვას ჩვენი ყველა მომხრე და მოკავშირე. არ უნდა იყოს რაიმე არასწორი გათვლები და შეფასებები. ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა - ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უსაფრთხოების გარანტი. დღესდღეობით, ჩრდილოატლანტიკური კავშირი გააქტიურებს თავის გეგმებს და ჩვენ მივმართავთ მხოლოდ გენერალ ტოდ ბოლტერს შემდეგი მოთხოვნებით. ეს არის თავდაცვითი ნაბიჯი იმისათვის რომ ფარქვეშ ავიყვანოთ ყველა ჩვენი მოკავშირე. ჩვენ შეგვწევს ძალა და ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ძალები იქ სადაც ამის საჭირობაა. პასუხი რუსეთის ამ მასიურ შეტევაზე - უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველა მიმართულებით. ბოლო კივირებში, მოკავშირეებმა ჩრდ. ამრიკიდან და ევროპიდან განალაგეს ათასობით ჯარისკაცი და შეიარაღებული ძალა საჭირო ხაზზე. ჩვენ გვაქვს დაახ. 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ჩვენ საჰაერო სივრცეს დაიცავს. ასევე, ძალებიც, რომლებიც დაიცავენ ხმელთაშუა ზღვის მხარეს. ჩვენ გავნაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას, რათა ფარქვეშ დავიცვათ ჩვენი კავშირი. ხვალ შესაბამის კავშირს, ერთობლივ საბჭოს მოვიწვევთ, რათა განვაგრძოთ ჩვენი თავდაცვა. რუსეთი ნამდვილად მოიცავს საფრთხეს. თავისუფლებას ვერ შეედარება ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილებით პასუხი უნდა გავცეთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)