|
2022-02-24 15:32:45, 1946 ნახვა
სხვადასხვა
თურქეთი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უსამართლო და უკანონო სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ
თურქეთი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "უსამართლო და უკანონო" სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ. „მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია. ეს თავდასხმა, გარდა იმისა, რომ არღვევს მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. თურქეთი, რომელიც თვლის, რომ აუცილებელია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, ეწინააღმდეგება საზღვრების შეცვლას იარაღის დახმარებით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედებები. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მომავალშიც გაგრძელდება“. - ნათქვამია თურქეთის ხელისუფლების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)