|
2022-02-21 13:28:02, 2682 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-მა გაერთოს გადასცა სიები, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინაში დახვრეტებს გეგმავს
შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა გაერო უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის დასახვრეტთა სიების არსებობის შესახებ. - ამერიკული გამოცემების მიხედვით, სიებში შედიან რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ასევე „მოსახლეობის დაუცველი ჯგუფები“. ამის შესახებ New York Times და The Washington Post წერენ გაეროში აშშ-ის ელჩის, ნელ კროკერის წერილზე დაყრდნობით, რომელმაც ამ შინაარსის წერილი გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრს მიშელ ბაჩელეტს გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ამ სიებში შედიან უკრაინაში მცხოვრები რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ასევე „მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფები“ - ლგბტ, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. „ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ მომაკვდინებელ ძალას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად ან სხვაგვარად“, - ციტირებს New York Times-ს წერილში. აღნიშნულია, რომ წერილის ავთენტურობა სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა. The Washington Post ამავე დროს ადგენს, რომ კროკერის წერილში არ არის აღწერილი დაზვერვის ბუნება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ინფორმაციის შეფასებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)