03:32 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 10:26:26, 917 ნახვა

მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება

ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრის, სერგეი ლავროვის მოწვევა მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალი კვირის ბოლოს მას შეხვდეს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, შეხვედრა იმ პირობით შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. 

როგორც სახელმწიფი დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში თავს დაესხმება უკრაინას, ცხადი გახდება, რომ ის არასდროს იყო სერიოზულად განწყობილი დიპლომატიის მიმართ. 

ცნობისთვის, უკრაინის გარშემო მიმდინარე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ერთ-ერთ სოფელში ცეცხლი ორჯერ გახსნეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics