|
2022-02-17 18:53:58, 4809 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი შოთაძე - მოკლე დროში პროკურატურამ შეძლო, დანერგა არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩაატარა საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში, წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა ინოვაციური ციფრული პროდუქტების, ელექტრონული სისტემების და კომპლექსური კვლევების გარეშე, რომლის შედეგებსაც უნდა ეფუძნებოდეს პროკურატურის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ სხვა ფუნდამენტური რეფორმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე თვალსაზრისით 2021 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში პროკურატურამ შეძლო და დანერგა არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩაატარა საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები. ,,მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მოდერნიზაციის და მართლმსაჯულების პროცესში დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლის მიზნით, სპეციალური მოდულის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა, შესაბამისი სამუშაოები 2021 წელს ჩატარდა და მოცემულ ეტაპზე დასრულებულია ამოცანის დასმისა და ბიზნეს ანალიტიკის პროცესი. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში უკვე აისახა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში ციფრული პროდუქტის ფუნქციონირების შესახებ. „ანალიტიკურ პორტალზე წვდომა პროკურატურის თანამშრომლებს ლოკალური ქსელის საშუალებით შეუძლიათ და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს. პორტალი საშუალებას გვაძლევს ძალიან მარტივად მივიღოთ ზუსტი და მრავალმხრივი მონაცემები თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანაბარი დატვირთულობა, განვახორციელოთ ეფექტიანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი საკადრო პოლიტიკა, რაც თავის მხრივ აამაღლებს თანამშრომლების მოტივაციას" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. მისივე თქმით, ანალიტიკურ პორტალში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა დატვირთვის მოდულის მოდერნიზაციის მიზნით სეგრეგირებული კოეფიციენტების შემუშავება იგეგმება, რაც შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფაში, ასევე ციფრული მმართველობის სააგენტოსთან არსებულ ინფორმაციის გაცვლის სერვისში. სწორედ ამ მიზნით, გენერალური პროკურორის განცხადებით, დასმული ამოცანების ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნისთვის საჭირო ბიზნესპროცესების ანალიტიკა განხორციელდა და ტექნიკური დავალება შემუშავდა, რაც რეალიზაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს" გაეგზავნა. გარდა ამისა, როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, 2021 წელს საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საქმიანობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკურმა სამმართველომ ევროკავშირის პროექტის მიერ დაქირავებული ექსპერტის ჩართულობით დაიწყო სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ბაზაზე Business intelligence გარემოს დანერგვისთვის ნიადაგის მომზადება, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რეფორმის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)