2022-02-14 15:50:27, 781 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ფრენების უსაფრთხოების გარანტისთვის ავიაკომპანიებს 420 მილიონი ფუნტი გამოუყო
რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ავიაკომპანიებს დაფინანსებას უზრდის. აღნიშნულის მიზეზად უკრაინის საჰაერო სივრცის ღიად დარჩენა სახელდება, რათა ტერიტორია კომერციული ფრენებისთვის აქტიური დარჩეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 420 მილიონი ფუნტი გამოყო.
„ეს გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას დაასტაბილურებს და უცხო ქვეყანაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შინ დაბრუნების გარანტიას მოგვცემს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.
უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლურმა ავიაკომპანიებმა ქვეყანაში მუშაობაზე, დროებით უარი განაცხადეს. ამბის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,