|
2022-02-14 11:24:40, 964 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია და განუცხადა, რომ მისი ვიზიტი ძლიერი სიგნალი იქნება
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უკრაინული მედია წერს, ლიდერებმა უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, გაცვალეს არსებული ინფორმაცია და იმსჯელეს დეესკალაციის გზებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული საფრთხისა და მზად არის, სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის. „მოდით, შევაჩეროთ ყოველგვარი ესკალაცია უკრაინის მიმართ. უკრაინის დედაქალაქი, კიევი, ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი, ლვოვი, დნეპრი, ოდესა - უსაფრთხო და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. უკრაინული მედია წერს, რომ თანამოსაუბრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოზიციების ერთიანობა სამშვიდობო პროცესის განბლოკვისა და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშნელობაზე ისაუბრს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. ამასთანავე, ლიდერებმა რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, სანქიების განხილვის საკითხზეც ისაუბრეს. ამასთანავე, განიხილეს უკრაინის ფინანსური და ენერგეტიკული სტაბილურობის გაზრდის საკითხი, არსებული გამოწვევების ფონზე. ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და უკრაინაში მიიწვია. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა კიევში უახლოეს დღეებში, რაც გადამწყეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, ძლიერი სიგნალი იქნება და ხელს შეუწყობს დეესკალაციას“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)