|
2022-02-11 15:17:26, 2279 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილ COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა. რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. სოფელ სალიბაურში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის წარმომადგენლები გაეცნენ. სოფლად ვაქცინაციის კამპანია იმ რეგიონების მოცვას ისახავს მიზნად, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. სამიზნე აუდიტორია კი 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაა. ამ სეგმენტზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა თებერვლის თვის განმავლობაშიც გრძელდება. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)