|
2022-02-03 12:01:11, 1841 ნახვა
ომი უკრაინაში
ომბუდსმენის ანგარიში – პანდემიისას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები ირღვეოდა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, სადაც შეფასებული კოვიდ19–ის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე სოციალურ ცხოვრებაში. ომბუდსმენის შეფასებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა პანდემიის პირობებში. რესპონდენტების თანახმად, ხშირად, პანდემიის გამოწვევებს ვერ პასუხობდა მათი დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექთნებს უწევდათ რამდენიმე მორიგეობის ერთმანეთზე მიყოლება, კანონით განსაზღვრული შუალედური პერიოდის გარეშე. „ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის, საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება. აღნიშნული სისტემური პრობლემაა, თუმცა, პანდემიის პირობებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამას, დამსაქმებლების მხრიდან საჭიროების ადეკვატური რეაგირება და დასაქმებული პირებისთვის, ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება არ მოჰყოლია“, – ვკითხულობთ ანგარიშში. კვლევამ გამოკვეთა, რომ: • პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შეთხვევები; • ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას; • პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება; • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა; • კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ. • ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე; სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი უწყებები გაიზიარებენ კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებს და გაატარებენ ეფექტიან ღონისძიებებს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)