23:42 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 19:06:31, 1099 ნახვა

მსოფლიო
კვლევა - საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა სიაში მოხვდა

2016 წლის „მიგრაციის კრიზისის“ შემდეგ, ევროკავშირში, საერთაშორისო დაცვის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი, 2021 წლის ნოემბერში შევიდა. 

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელი სექტემბრის პიკურ მაჩვენებელს გაუტოლდა და შესაფერის უწყებაში, 71 400-მდე განაცხადი შევიდა.

კვლევაზე დაყრდნობით, გასული წლის ნოემბერში, ყველაზე მეტი განაცხადი ავღანელებმა, შემდეგ, სირიელებმა და ერაყელებმა შეიტანეს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, ვენესუელადან და კოლუმბიიდან. ამავე თვეში, თავშესაფარი პაკისტანის ბევრმა მოქალაქემაც მოითხოვა. 

ევროკავშირის კვლევაში საქართველო, ბანგლადეშთან და სომალთან ერთად, ათეულში მოხვდა. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ გააგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics