23:43 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 09:59:30, 654 ნახვა

მსოფლიო
გაერო–ში აშშ–ის წარმომადგენელი – ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სწრაფად და ერთხმად ვიმოქმედებთ

თუ რუსეთის უკრაინაში კვლავ შეიჭრება, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ეს აქამდე არ გვინახავს და ამის შედეგები იქნება საშინელი. – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას–გრინფილდმა განაცხადა.

ლინდა თომას–გრინფილდის თქმით, აშშ ხედავს მშვიდობის, დიალოგის გზას და არ სურს დაპირისპირება.

„ჩვენ ვხედავთ მშვიდობის გზას, ჩვენ ვხედავთ დიალოგის გზას, არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, – განაცხადა თომას-გრინფილდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics