|
2022-01-31 13:48:58, 2151 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროება არ არის
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის, რადგან მობილიზებულია 8 ათასზე მეტი საწოლი, საიდანაც დაკავებულია 5 ათასი. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით სამინისტროს გააჩნია რესურსი, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში გაუმკლავდეს ჰოსპიტალურ ნაკადებს. „ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5 ათასი ჩვენი მოქალაქე. კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროებას, დღეის მდგომარეობით და პროგნოზით ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი. იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)